ახალი ამბები
კასპის საარჩევნო უბნებზე ადმინისტრაციულ თანამდებობებზე პარტიული ნიშნით 8 პირი დაინიშნა
კასპის საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად უპარტიო წევრები აირჩიეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ნანა ნონიაშვილი ესაუბრა.

38 უბნიდან გამონაკლის 8 უბანი წარმოადგენს, სადაც, საარჩევნო უბნის ადმინისტრაციის წევრებად, პარტიული ნიშნით 8 წევრი დაინიშნა.

საუბნო კომისიების წევრთა რაოდენობა, სულ, 494-ია.

ამ 8 წევრიდან მმართველ პარტიას ანუ ,,ქართულ ოცნებას" სამი წევრი ეკუთვნის, დანარჩენი - ,,მრეწველებს".

კერძოდ, მე-18 და 25-ე უბნების თავმჯდომარეები ,,ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ, ხოლო ამავე პარტიიდან 37-ე უბანზე - მდივანი.

რაც შეეხება მოადგილეებს, მმართველი პარტიიდან თავმჯდომარეები მე-7, მე -10, მე-12 უბნებზე არიან. ხოლო 34-ე და მე-16 უბანზე თავმჯდომარის მოადგილეებად ,,მრეწველები" აირჩიეს.

დისციპლინური სახდელები

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები კონკურსის წესით დანიშნა.

კონკურსის დროს, 319 განმცხადებლიდან, საოლქო კომისიის წარმომადგენლის სტატუსის მისაღებად, 228 პირი შეარჩიეს. აქედან, 7 მათგანს, გასულ წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დისციპლანური სახდელი ჰქონდათ დაკისრებული.

7-ვე მათგანი შარშანაც ოლქის მიერ იყო წარდგენილი.

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა ნონიაშვილის განცხადებით, შვიდივე პირის მიმართ დაკისრებული დისციპლანურ სახდელებს (შენიშვნა/გაფრთხილება) ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.

,,კანონის შესაბამიდ, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ" - აცხადებს ნონიაშვილი.

საოლქო საარჩევნო კომისიაში, გასულ წელთან შედარებით, განმცხადებლების რაოდენობა მცირეა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განცხადი სულ 532 პირმა შეიტანა. 2017 წელს კი, 319-მა.

ტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები