ახალი ამბები
ადგილობრივი ხელისუფლების მზადება პოლონეთში სასწავლო ვიზიტისთვის


,,შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პოლონეთის გამოცდილების გაზიარება თვითმმართველობაში რეფორმების გატარება - მიმდინარეობის პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლების გეგმები ინფრასტრუქტურისა და მომსახურების საკითხებში გასატარებელი რეფორმების შესახებ, ასევე განხილული იყო პოლონეთის ქვეყნის შესაძლო დახმარების საკითხი შიდა ქართლის რეგიონისათვის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, „პოლონეთის დახმარება განვითარებისათვის“ პროგრამის ფარგლებში." - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

მიმდინარე წლის 8-12 სექტემბერს პოლონეთში ასევე დაგეგმილია მორიგი სასწავლო ვიზიტი სამინისტროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომელიც შეეხება თვითმმართველობის რეფორმების ეფექტურად წარმოებას.

პოლონეთის ელჩის მხრიდან დაფიქსირდა მზაობა რეგიონში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში პოლონური კომპანიების პოტენციური მონაწილეობის თაობაზე. მხარის რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისათვის და გამოთქვა მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

 

ჯერ-ჯერობით, უცნობია სასწავლო ვიზისტის ფარგლებში გორიდან გასაგზავნი საჯარო მოხელეების ვინაობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები