ახალი ამბები
გორის მერის კანდიდატი დავით მახნიაშვილი წმინდაწყალზე ამომრჩევლებს შეხვდა
წმიდაწყალზე გორის მერის კანდიდატმა დავით მახნიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ევროპული საქართველოს" ოფისიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ,,ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა წმინდაწყალზე მცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

დავით მახნიაშვილმა ადგილობრივებს უბნის მაჟორიტარი კანდიდატი საკრებულოსთვის, რუსუდან ოქრუაშვილიც გააცნო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები