ახალი ამბები
დიდების მუზეუმთან მემორიალური დაფა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს
დღეს, 27 სექტემბერს გორში სოხუმის დაცემის დღე აღნიშნეს.

ამ მიზნით, დიდების მუზეუმთან, აფხაზეთის ომში დაღუპული მოქალაქეებისა და სამხედროების ხსოვნის საპატივსაცემოდ, შეიკრიბნენ.

მემორიალურ დაფასთან იმყოფებოდნენ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის თემის ხელმძღვანელი პირები, ასევე, ომის ვეტერანები და ის ადამიანები, ვინც კონფლიქტით დაზარალდა.

არაოფიციალური მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტში, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.











Print

სტატიის გამოყენების პირობები