ახალი ამბები
გორში ტრენინგი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მოქმედ კანონმდებლობას მიეძღვნა
გორში საჯარო მოხელეებისათვის და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.

ღონისძიება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოთა ქსელის ორგანიზებით წარიმართა.

შეხვედრა საქართველოში ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას; სამართალდარღვევების ჯარიმებს; ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფებსა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემას შეეხებოდა.

სემინარს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსი და ,,WMRT II პროგრამის ტარიფების კომპონენტის" წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი – და ქ. თბილისში მიმდინარეობს პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, მეორე ფაზა WMRT II, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

Print

სტატიის გამოყენების პირობები