ახალი ამბები
კონსტანტინე თავზარაშვილი მართლმადიდებელ ქალთა ორგანიზაციის წევრებს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი მართლმადიდებელ ქალთა ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

აღნიშნულ ორგანიზაციაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, რომლებიც საქველმოქმედო საქმიანობაში არიან ჩართული.

„გვინდა თქვენთან კომუნიკაცია გვქონდეს, რათა რეკომენდაციები მივიღოთ. მინდა აქტიურად იყოთ ჩართული გორის მართვის პროცესში, რადგან თქვენ ხართ ერთ-ერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს გორის განვითარებაში“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები განიხილა და ადგილობრივებისგან არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ მოსაზრებები მოისმინა.

„ჩვენ განზე არ უნდა გავდგეთ. აქტიურად უნდა ჩავერთოთ გორის გაძლიერებისთვის ბრძოლაში. მჯერა, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი გორისა და გორის რაიონის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა კლუბის ხელმძღვანელმა ეკა სუხიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები