ახალი ამბები
პურის საცხობი ჰაერის დაბინძურების მონაცემების არქონის გამო დააჯარიმეს

 

პურის საცხობი ინდმეწარმე ,,ნელი დოთიაშვილს", რესგიტრაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრიდან ეკუთვნის. სასჯელის ოდენობის განსაზღვრისათვის გარემოს დაცვის სამინისტრომ მასალები მცხეთის სასამართლოში გადაგზავნა.

 

,,პურის საცხობს შეშაზე ვამუშავებთ. არ ვიცოდი, რომ ჰაერის დაბინძურების შესახებ მასალები უნდა მიმეწოდებინა" - გვითხრა ნელი დოთიაშვილმა.

 

როგორც ირკვევა, 2014 წლის 1 მაისამდე ჰაერის დაბინძურების შესახებ სამინისტროსთვის ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება იურიდიულ პირებს  ევალებათ. ვინაიდან შესაბამისი სააგენტო მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს, განსჯადობის მიხედვით მასალები გორიდან მცხეთაში გადაიგზავნა.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლი ასეა ჩამოყალიბებული:

 

,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის დამტკიცებული ნორმების გადამეტება ან გაფრქვევა ამ ნორმების, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობისას და ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან  ათას ლარამდე."

Print

სტატიის გამოყენების პირობები