ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
რუსული პროპგანადის წინააღმდეგ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, სერიალის ,,ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

გუშინ შეხვედრა სოფელ ტირძნისსა და ქვემო ხვითში გაიმართა. პოლიტიკური მიმომხილველისა და ჟურნალისტის, ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, რუსეთის პოლიტიკის ინტერესში შედის ისეთი გამოწვევების არსებობა, როგორიცაა ქსენოფობია, ჰომოფობია, სხვა აზრის მიუღებლობა, რაც ფაქტობრივად, ფიზიკური ანექსიის ტოლფასია.

მომხსენებლები მონაცვლეობით, ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, მათთან გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე არსებულ დაბრკოლებების შესახებ საუბრობდნენ.

საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის მრავალფეროვან ბაზარზე ახლა უფრო მეტი პროდუქტი გადის, ვიდრე რუსეთის ბაზარზე.

დედაქალაქიდან ჩასულმა სტუმრებმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინეს და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

შეხვედრის ორგანიზატორთა განმარტებით, მსგავსი სახის შეხვედრებს, ბოლო სამი წლის მანძილზე, ისეთ სოფლებში მართავენ, სადაც უფრო მეტად იგრძნობა რუსული პროპაგანდის გავლენა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები