ახალი ამბები
გამოიცა ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური სასაუბრო
28 სექტემბერს, გორის უნივერსიტეტში გაიმართა წიგნების: "ოსური ენის პრაქტიკული გრამატიკისა" და "ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური" და "ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური სასაუბროს" პრეზენტაცია.

ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორი, ქალბატონი ნაირა ბეპიევია.

ლექსიკონების გამოცემაზე მუშობდნენ ქართველი და ოსი მეცნიერები; მთარგმნელები თბილისიდან და ცხინვალიდან. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქართულ-ოსურ ენასა და ურთიერთობებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების დაინტერესებული პირები, სტუდენტები. პრეზენტაციაზე კომენტარები გააკეთეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები