ახალი ამბები
გორის გამგებლის სიდედრის ძველი სახლი ,,კეთილმოწყობის სამსახურის" ტექნიკით დაანგრიეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, გამგებლის დავით ონიაშვილის სიდედრის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ახალი დეტალები იკვეთება.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გიორგი ხიდაშელი ამბობს, რომ მისი ტექნიკა ადგილზე, მხოლოდ, გამგებლის სიდედრის ძველი სახლის დასანგრევად მიიყვანეს. რაც შეეხება ახალ სახლს, მისთვის უცნობია, თუ რომელმა კომპანიამ მიიღო შენების პროცესში.

გიორგი ხიდაშელის თქმით, გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფელში ყოფნისას სთხოვა, რომ ტრაქტორი, უბრალოდ, მიხმარებოდა ნგრევაში.

,,ჩვენი ტექნიკა იქ მხოლოდ სამი საათი იყო. ძველი სახლი იყო და ხუხულასავით მალე დაანგრია ტექნიკამ" - აცხადებს გიორგი ხიდაშელი.

სოფელ შინდისში მცხოვრები მარინა ხუციშვილი ამბობს, რომ გამგებლის სიდედრის სახლი ბიუჯეტის თანხით აშენდა, მისი სახლი კი, დაუმთავრებელი დატოვეს. ამის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ მოამზადა.

შინდისში მცხოვრები მარინა ხუციშვილი ამბობს, რომ დავით ონიაშვილის სიდედრის ძველი სახლი სოციალურად დაუცველებზე იყო მიქირავებული და, სწორედ, ამ სოციალურად დაუცველების განცხადებების საფუძველზე მოხდა ახალი სახლის შენება. ახალი გარემოების გადამოწმებასაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს.

იხ. მეორე ვიდეო





Print

სტატიის გამოყენების პირობები