ახალი ამბები
სოსო ნემსაძემ გორის თეატრი ახალ ხელმძღვანელს გადააბარა
მემამულეები სასოწარკვეთილებაში არიან, განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაში ოჯახის მოხუცებული წევრია. მას ალუბლის ბაღი არ ეთმობა. თუმცა, საბოლოოდ, სხვადასხვა მაქინაციებით ქონება ნაცნობ ვაჭარს დარჩება და ოჯახის წევრებს კატეგორიულად სთხოვს მამული, რაც შეიძლება მალე დატოვონ.

ალუბლის ბაღის მიტოვება ყველაზე მეტად მოხუც მემამულეს უჭირს. ის სახლის ერთ მიყრუებულ ადგილას თივის ზვინზე დაწვება და უკვე სხვის საკუთრებაში არსებულ მამულში იპოვის განსასვენებელს.

ასეთი მძიმე არ ყოფილა ,,გადაბარების" პროცესი სცენის დაბლა. გორის თეატრში ახალი სეზონი, სწორედ, ,,ალუბლის ბაღით" დაიწყო. ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ ასპარეზი დასის ახალ მმართველს დავით ჩხარტიშვილს დაუთმო. ახალი სეზონი კი, სწორედ, სოსო ნემსაძის სპექტაკლებით დაიწყო.

სოსო ნემსაძემ თქვა, რომ გორის თეატრი მან შვილივით გაზარდა. ,,ძალიან კარგად აღზრდილი შვილია" - თქვა ახალმა ხელმძღვანელმა, რამაც მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა.

ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გორის თეატრს, ამჯერად, როგორც ჩაბარებულ შვილს, ,,უმაღლეს განათლებას" მისცეს შემდგომი წარმატებისთვის. სოსო ნემსაძე თეატრის დასს ურჩევს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მხარში ამოუდგნენ ახალ ხელმძღვანელს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები