ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღში" უნივერსიტეტების სტუდენტებმა სამეცნიერო პიკნიკი მოაწყეს
თელავის, ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ “სამეცნიერო პიკნიკი” გორში გაიმართა, 2 ოქტრომბრიდან კი ახალციხისა და სენაკში გადაინაცვლა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე წელს 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით იმართება „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“.

ფესტივალს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და უკვე მესამედ იმართება. წლევანდელი ფესტივალი გაიხსნა 24 სექტემბერს თბილისში, რიყეზე, სადაც წარმოდგენილი იყო “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროეტების” გამოფენები.

„საბავშვო მეცნიერების“ გამოფენა, რომელიც ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზეა მორგებული “სამეცნიერო პიკნიკის“ სახელწოდებით საქართველოს 6 ქალაქში მოგზაურობს.

გორის „სამეცნიერო პიკნიკში“ მონაწილეობენ:
1. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
2. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი
3. სოხუმის უნივერსიტეტი
4. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
6. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო
7. “ლეგო ედუქეიშენი”
8. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი
9. კინგსი საქართველო

პიკნიკის გახსნაზე სიტყვით წარდგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამაზ მარსაგიშვილი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელი, პროფესორი გოგი მინდიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები