ახალი ამბები
ერგნეთში 81-ე შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით 81-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალას სადამკვირვებლო მისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ორგანიზატორებმა სპეციალურად მოწყობილ კარავთან რამდენიმე მეტრის მანძილზე ტერიტორია წითელი ლენტით შემოსაზღვრეს (ამის ამსახველი ფოტო ტელეკომპანია ,,იმედის" ჟურნალისტმა ანა შეპკინამ მოგვაწოდა). მისიის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისთან საუბარში განაცხადეს, რომ აღნიშნული სიახლე მედიის თავისუფლების შეზღუდვას არ ემსახურება.

,,ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 81-ე შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის მონაწილეები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შეუდგნენ." - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.




Print

სტატიის გამოყენების პირობები