ახალი ამბები
,,გორის მერიაში ყველაზე ობიექტური კონკურსი ჩატარდება"

 

,,ჩემი დიდი მოთხოვნაა, რომ ამ კონკურსში საკრებულოს წევრებმა, როგორც კომისიის წევრებმა, მივიღოთ მონაწილეობა. ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი კატეგორიული მოთხოვნა. იმიტომ, რომ იმდენი უვიცი მოვა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, რომ მინდა პასუხისმგებლობა ავიღო, რადგან ძალიან მიყვარს გორი" - განაცხადა რამაზ იოსელიანმა.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გასაუბრებამდე ტესტური კონკურსი, შესაძლოა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს:

 

,,საკონკურსო კომისია ჩამოყალიბდება, მაგრამ ტესტური გამოცდები, შესაძლოა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს. მერწმუნეთ, ჩემი ინფორმაციით მსგავსი კონკურსი, როგორც აქ ჩატარდება, არსად არ ჩატარებულა" - თქვა ნინო ზურაბიშვილმა.

 

უახლოეს ხანებში საკრებულოს კომისიებში საკონკურსო წესების შესახებ დებულების პროექტების მომზადება დაიწყება. აქ დეტალურად კონკურსის ეტაპები გაიწერება. ტესტური გამოცდების ჩაბარების შემდეგ კონკურსანტებს გასაუბრება უკვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დაკომპლექტებულ კომისიასთან მოუწევთ. ნინო ზურაბიშვილის თქმით, საკონკურსო კომისიაში საკრებულოს წევრების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული, ავტორიტეტული პირებიც იქნებიან.

 

ამჟამად, გორის მერიაში დასაქმების მოთხოვნით ასეულობით განცხადებაა შესული. როგორც გორის მერმა აგვისტოს თვეში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მერია ახალი კადრების მიღებას მაქსიმალურად ერიდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები