ახალი ამბები
სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალების“ დასრულების თარიღი სცენარისტისთვისაც უცნობია
ყოველი ახალი სეზონის წინ ახალი კონტრაქტი იდება და დასრულების საკითხი ჯერ არ განიხილება. ეს განცხადება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში თავად სერიალის სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე სეზონი შედარებით მძაფრი სიუჟეტებიტ დაიწყო და მაყურებელს წინ საინტერესო სერიები ელის.

ქეთი დევდარიანი, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა და ახალგაზრდებს რუსული პროპაგანდის შესახებ ესაუბრებოდა, ამბობს, რომ სერიალის გადაღებას საფუძვლად რეალობის არასწორი აღქმა უდევს. პერსონაჟებიც ძირითადად არასწორ გადაწვეტილებებს იღებენ და ფაქტებს, მხოლოდ, ამის შემდეგ აანალიზებენ.

,,ჩემი მიზანი იყო ის, რაც რაც სხვა სეზონებში იყო, უბრალოდ აქ ცოტა სიმძაფრე იყო იმ რეალობის საჩვენებლად, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ანაფორაში ჩაცმული ხალხი, რომ ხანდახახან ისე იქცევა, რომ ეს მას არ შეშვენის, ეს ვფიქრობ უცხო აღარაა. პრობლემები აქვს სახელმწიფოს, ხალხს და ეკლესიას. ამ პრობლემებს ვაჩვენებთ სწორედ, ოღონდ სხვა ჟანრში. სერიალის იდეა არის ის, რომ ჩვენ გვაკლია იმ საკითხებთან ღრმად დაფიქრება, რომელიც გვაწუხებს. სერიალშიც ჩანს, რომ პერსონაჟები არასოდეს სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ეს არის იმ რეალობის და ზოგჯერ სასაცილო ჩვენება, რომელშიც ვცხოვრობთ. სერიალს პროპაგანდისტული მიზნები არ აქვს, მაგრამ ყველა სერიას გააჩნია თავისი მესიჯები. ეს მესიჯები კი არის ის, რომ ჩვენ თავს ჩვენ თვითონვე უნდა ვუშველოთ.“- ამბობს ქეთი დევდარიანი.

სერიალის სცენარისტი განმარტავს რომ სერიალმა მას ბევრი კრიტიკოსი გაუჩინა, რასაც მასთან ღიად აფიქსირებენ.

,,მინდა გითხრათ, რომ სერიალის შედეგად ფემინისტებიც მაკრიტიკებენ, სასულიერო პირებიც და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებიც. ყველა თავისებურად აღიქვამს ამ სერიალს ზოგისთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, ზოგს პირიქით, ძილის წინ სასიამოვნო და მხიარულ განწყობას ვუქმნით. ზოგიერთი მათგანი მეუბნება რომ გინება ასე ხშირად არ უნდა ისმოდეს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის 18+ გადის გვიან და ბავშვებისთვის არაა გათვალისწინებული. ერთერთმა ისიც კი თქვა, სერიალი, როცა არაა ჩემი მეზობლებისგან მაინც მესმის ყოველდღიური გინებაო. ასე რომ ვთვლი ეს უხერხულობას სულაც არ ქმნის, პირიქით უფრო სახუმაროდ აღსაქმელს ხდის სერიალს“. - აცხადებს ქეთი დევდარიანი.


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები