ახალი ამბები
ქვახვრელში სასმელი წყლის მიწოდებისა და გამგებელთან შეხვედრის მოთხოვნით გამართული აქცია დაშალეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა.

ორი ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის, სოფლის მაჟორიტარი კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" დავით ადუაშვილი.

საათნახევრის განმავლობაში ადგილობრივები მუნციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის მისვლას ითხოვდნენ. ისინი 2016 წლის ივნისში დაწყებული ,,მილიონიანი პროექტის" დაუსრულებლობას, გადათხრილ გზებსა და სოფლის სავალალო მდგომარეობაში ჩაგდებას აპროტესტებდნენ.

50-მდე მანქანა, მათ შორის, ტურისტების, აქციის გამო, ვერ ახერხებდა გადაადგილებას, მათ შორის, პოლონეთის საელჩოს მანქანა.

ონიაშვილი არ მივიდა მოსახლეობასთან, რის შემდეგაც, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.



იხ. ვიდეო
Print

სტატიის გამოყენების პირობები