ახალი ამბები
დავით ონიაშვილის სამი დაპირებიდან ქვახვრელელების დარბევამდე
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში აქცია პოლიციამ მას შემდეგ დაშალა, რაც გაირკვა, რომ გამგებელი დავით ონიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას არ აპირებდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ უფლისციხისკენ მიმავალი გზა, მდინარე მტკვრის ხიდზე, გადაკეტა. 50-მდე მანქანა და ავტობუსი ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან ბრუნდებოდა.

უმრავლესობა ტურისტულ მარშრუტს ისტორიულ ქალაქ უფლისციხისკენ ასრულებდა. შსს სამინისტროს გორის სამმართველოს უფროსი ირაკლი ჭედიშვილი თავდაპირველად პოლონეთის საელჩოს მანქანის გატარებას ითხოვდა, რასაც ქართველი მძღოლების პროტესტი მოჰყვა:

,,ან ყველა გაგვატარეთ, ან ჩვენზე მეტი რითია საელჩოს მანქანა?" - აცხადებდნენ მძღოლები. ქალბატონი ურსულა, რომელიც სლოვენიიდან უფლისციხის სანახავად იყო ჩასული, ამბობს, რომ მოსახლეობის პროტესტმა პრობლემა შეუქმნა, თუმცა, პიროვნული გაღიზიანება არ გამოუწვევია.

,,დაველოდებით გზის გახსნას, ან ხიდის მეორე მხარეს გადავალთ, დაქირავებულ ტაქს დავტოვებთ და იქნებ სხვა მანქანას გავყვეთ" - გვითხრა მან. პოლონეთის საელჩოს მანქანამ კი, ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა. დელეგაციას აეროპორტში ეჩქარებოდა.

დაახლოებით საათნახევრიანი პოლიციაც და ხალხის გამგებელს ელოდა, თუმცა, გამგებელმა დავით ონიაშვილმა აქციის მონაწილეებს შეუთვალა, რომ კაბინეტში შეხვდებოდა, რამაც მოსახლეობის უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია. 

,,როგორც კი, ჩამოვა გამგებელი, მაშინვე გავათავისუფლებთ გზას" - პირდებოდნენ მოქალაქეები პოლიციის უფროსს.

დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ, პოლიციის სამი პიკაპი ერთ მწკრივად განალაგეს.  სამი პირის დასაკავებლად გაემზადა პოლიცია. ამ სამიდან ორი პირი დააკავეს. მესამის წაყვანა ვერ მოახერხეს, ქალბატონებმა თანასოფლელი ახალგაზრდა პოლიციას არ გაატანეს. 

ფოტოზე: დავით ონიაშვილი 2014 წელს გამგებლად არჩევის შემთხვევაში სოფელს სამი ჭაბურღილის გაკეთებას დაპირდა




პროექტი, რომელიც 2016 წლის 26 ივნისს დაიწყო, იმავე წლის 26 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოები დათქმულ ვადებში არ დაასრულა. ვადა სამჯერ, მაგალითად, ბოლოს 2017 წლის აპრილამდე გადაუწიეს.

სამუშაოები არც აპრილში დასრულდა, კომპანია სოფელში 2017 წლის 3 მარტის (გუბერნატორის ვიზიტის) შემდეგ საერთოდ აღარ გამოჩენილა.

მიუხედავად ამისა, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის თანხმობით, კომპანია ,,არქიკულტურას" მეოთხე ტრანშის თანხა 100 000 ლარი 2017 წლის 4 აპრილს გადაურიცხეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ 886 000 ლარიდან კომპანია ,,არქიკულტურიას" ჯამში 800 000 ლარი გადაურიცხა. 20-მდე ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც სამუშაოებზე იყო დასაქმებული, ხელფასის გარეშე დატოვეს.

ქვახვრელი, 2017 წლის მარტი




2017 წლის იანვარი, სოფელი ქვახვრელი



2016 წლის დეკემბერი, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლისა და გამგებლის კამათი




Print

სტატიის გამოყენების პირობები