ახალი ამბები
გორში პიანისტ ლექსო თორაძისა და სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა
საკონცერტო ტურნე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, გორიდან დაიწყო.

მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა ლექსო თორაძემ გორის კულტურის ცენტრის დარბაზში 3 ოქტომბერს დაუკრა.

,,Check in Georgia"-ს ფარგლებში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრებად მოსაწვევები დარიგდა.

ტურნე 5 ოქტომბერს - ქუთაისში, 7 ოქტომბერს კი - რაჭაში გაგრძელდება. ამბროლაურში ტანდემს ნინო ქათამაძე შეუერთდება INSIGHT-თან ერთად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები