ახალი ამბები
შეხვედრა დაგვიანებული ხელფასების მოთხოვნით

 

,,მესამე თვეა უკვე, ხელფასები არ მიგვიღია, ბანკების ვალები გვაქვს, ბავშვები სკოლაში მიდიან და მათ მოსამზადებლად სახსრები არ გვაქვს" - ეუბნებოდნენ პაპუკა კობერიძეს მუზეუმის თანამშრომლები. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ანალოგიურ მდგომარეობაში კულტურის სამსახურს დაქვემდებარებული სხვა ორგანიზაციების თანამშრომლებიც არიან.

 

ქალაქ გორის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ განმარტა, რომ ხელფასების დაგვიანება უკავშირდება, მხოლოდ, იურიდიულ პროცედურებს:

 

,,ქალაქ გორის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, იმ თანხას ხელს ვერავინ ახლებს და აუცილებლად, უახლოეს დღეებში ჩაგერიცხებათ. თითქმის უკვე დასრულებულია ახალი რეგისტრაციის პროცედურები" - თქვა დალი ტლაშაძემ.

 

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ქალაქისა და რაიონის გაყოფის შემდეგ, 2014 წლის 15 ივნისამდე არსებული საბიუჯეტი თანხებიც გადანაწილდა. ქალაქ გორის მერიას დაქვემდებარებული ეთნოგრაფიული მუზეუმის დაფინანსებას, შესაბამისად, მოაკლდა თანხა (დაახლოებით 25 ათასი ლარი). გამოკლებული თანხა რაიონის გამგეობას დაქვემდებარებულ მუზეუმებს გადაუნაწილდა. როგორც გაირკვა, ეთნოგრაფიულ მუზეუმს რამდენიმე ფილიალი რაიონის ტერიტორიაზე ჰქონდა.

 

იხ. უფრო ვრცლად:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები