ახალი ამბები
ხიდისთავის სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი, თეა ნონიკაშვილი, რომელიც 2014 წელს სკოლიდან დაითხოვეს და სამსახურში სასამართლომ აღადგინა, დღეს ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ფინალისტია.

თეა ნონიკაშვილი იმ ხუთ ფინალისტთა შორისაა, რომელიც კომისიამ ჯილდოზე წარადგინა.

თეა ნონიკაშვილი მორალურად ორჯერ გაანადგურეს, როდესაც ჯერ სკოლიდან გაათავისუფლეს, ხოლო, შემდეგ რესურსცენტრის დირექტორის სახელზე, ბოდიშის მოხდის თაობაზე, განცხადების დაწერას აიძულებდნენ. 2014 წელს რესურსცენტრის უფროსი ზურაბ ქარელი იყო. ის, ორი წლის შემდეგ, განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნის საფუძველზე და სხვადასხვა სახის დარღვევების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სკოლის მაშინდელი დირექტორი ბესარიონ ცერცვაძე მზად იყო თეა ნონიკაშვილი სამსახურში აღედგინა, თუკი გათავისუფლებული პედაგოგი საჯაროდაც ბოდიშს მოიხადა. ბოდიში კი, იმიტომ უნდა მოეხადა, რომ პედაგოგმა სკოლის ადმინისტრაცია და რესურსცენტრის ხელმძღვანელობა დევნაში დაადანაშაულა.







„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

2017 წლის 19 მარტს, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მიიღო მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია.

ფორუმზე საქართველოს კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ წარმოადგენდა.

ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით მიიღებს 10.000 ლარს და გახდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები