ახალი ამბები
,,ევროპული საქართველოს" გორის ოფისში ბრიფინგი გაიმართა
,,ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი, გორის მერის კანდიდატი, რევაზ კახნიაშვილი სიცრუეს ამბობს.

ამის შესახებ ნანა მჭედლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რევაზ კახნიაშვილმა დაადასტურა, რომ ,,ევროპული საქართველო" არც ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება და არც ,,ქართულ ოცნებასთან".

,,რევაზ კახნიაშვილმა განაცხადა, რომ თურმე ,,ევროპული საქართველო" დაკომპლექტებულია ,,ქართული ოცნების" წევრებით. მინდა გითხრათ, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, რაც შემეხება მე, არც ერთ პარტიაში ვყოფილვარ" - აცხადებს ნანა მჭედლიძე.

მან სოფელ კარალეთის ფაქტი გაიხსენა, სადაც ,,ევროპული საქართველოს" კანდიდატის პლაკატებს ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, რევაზ კახნიაშვილის პლაკატები გადააკრეს ზედ. ნანა მჭედლიძე მადლობას უხდის კახნიაშვილს, რომ მან  ,,ევროპული საქართველო" საბოლოოდ გამიჯნა ,,ნაციონალურ მოძრაობას".

,,ევროპული საქართველო" გასულ წელს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო და მას სათავეში გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე ჩაუდგნენ.

გორის მერის კანდიდატმა რევაზ კახნიაშვილმა განაცხადა, რომ ,,ევროპულ საქართველოში" მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაწევრიანდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები