ახალი ამბები
გორის მერის კანდიდატი ,,ევროპული საქართველოდან" ტყვიავის მოსახლეობას შეხვდა
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დავით მახნიაშვილი კაბინეტის კარებს ზურაბ ჯირკველიშვილს სახლში გაატანს, ხოლო დავით ონიაშვილს სიდედრის სახლში გაუშვებს.

ამის შესახებ ,,გორის მერის კანდიდატმა ევროპული საქართველოდან ტყვიავში დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული პირი, პრობლემების გადაწყვეტის დროს, მოსახლეობის აზრს უნდა ითვალისწინებდეს და არა კაბინეტიდან მართავდეს ქალაქსა თუ რაიონს, როგორც ეს გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის შემთხვევაში ხდება.

ბიუჯეტის თანხები კი, ხალხის კეთილდღეობას, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველებს უნდა მოხმარდეს, რაც, მისი თქმით, მოქმედმა გამგებელმა ეს მიდგომა სიდედრის სახლის რეაბილიტაციის დროს არ გაითვალისწინა.

საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ ტყვიაველებმა კანდიდატს სასმელი წყლის პრობლემის, მოუწესრიგებელი შიდა გზებისა და სოციალური დახმარებების მოხსნის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები