ახალი ამბები
სოციალურად დაუცველმა ოჯახმა 5 თვის დახმარება დაკარგა
ნანა სადაღაშვილი სოფელ ქვახვრელში ცხოვრობს. მას უმძიმესი დაავადება აქვს და მუდმივი მკურნალობა ჭირდება. სოციალური დახმარება მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოუხსნეს.

მართალია, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 2017 წლის სექტემბრიდან დახმარება აღუდგინეს, თუმცა, გამოტოვებული თვეების განმავლობაში ასაღები თანხა დაიკარგა.

ის ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში კოალიაცია ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრას დაესწრო და ამბობდა, რომ ხალხი მაშინდელი მთავრობის პოლიტიკის გამო, შიშის ქვეშ იყო.

,,ბევრს უნდა გამოსვლა, მაგრამ პრობლემების ეშინიათ. აქ რომ მოვიდნენ, პრობლემები შეექმნებათ, ბევრს სოციალურსაც მოუხსნიან" - ამბობდა ნანა სადაღაშვილი. 

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ სადაღაშვილების ოჯახს დახმარება აღუდგა, თუმცა, პროცედურული დარღვევების გამო, ოჯახის წევრები მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტოსა და სექტემბრის თანხას ვერ აიღებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები