ახალი ამბები
ტყვიავის საკვირაო სკოლაში პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში პროექტის ,,სოციალური საწარმოები თემის მხარდამხარ" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

საკვირაო სკოლაში, რომელიც შშმ ბავშვებისთვის გაიხსნა, ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

გამოფენიდან შესული თანხა მათთვის სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროექტის მხარდაჭერას ახორციელებს ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველი,, და საზოგადოება ,,ბილიკი".

Print

სტატიის გამოყენების პირობები