ახალი ამბები
ტყვიავთან 82-წლის ქალის დაღუპვის ფაქტზე შავი მერსედესი ფიგურირებს
82-წლის ჯულიეტა გუგუტიშვილს ტყვიავი-ქიწნისის გზაზე მანქანა დაეჯახა. ის სოფელ ქერეში ცხოვრობდა და გზაზე ძროხა მიყავდა.

დედის დაღუპვის ფაქტი პოლიციამ მის შვილს, მარინა გიგუაშვილს სამი დღის შემდეგ შეატყობინეს. 

შემთხვევა 2016 წლის 1 აგვისტოს მოხდა, თუმცა, ერთი წლის შემდეგაც საქმეზე გამოძიება არ დასრულდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევა გალფის ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა, სადაც სათვალთვალო კამერებია.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე, რამდენიმე დღეში, შავი მერსედესის მძღოლი, ტაქსისტი დააკავეს. დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ მანქანით იმის შემდეგ კიდევ სამი ავარია მოხდა.

მერაბ გიგუაშვილი ამბობს, რომ მისი სიდედრის დაღუპვის ფაქტამდეც შავი მერსედესი კიდევ ერთ ავარიაში ფიგურებს. კერძოდ, 2016 წლის 31 ივლისის ავტოსაგზაო შემთხვევა - სოფელ ახალდაბასთან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები