ახალი ამბები
ღვარცოფი ატენსა და ხიდისთავში

 

ატენსა და ხიდისთავში სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები გვიან ღამემდე მუშაობდნენ და სარდაფებიდან წყალს ტუმბავდნენ. ადგილზე ვითარების გასაცნობად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ცდილობდნენ. როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა დაზარალებულებს განუცხადა დილიდან შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლეიც ზარალს დაითვლის, პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

 

უხვი ნალექი 2014 წლის 5 სექტემბერს საღამოს 19 საათისთვის დაფიქსირდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები