ახალი ამბები
სოფელ შინდისთან ავარიას 3 წლის ასაკის ბავშვი ემსხვერპლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში საპირისპიროდ მოძრავი მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. ავარია დაახლოებით 21 საათზე სოფლის შესასვლელში მოხდა.

გარდაიცვალა 3-წლის ასაკის ბავშვი. ოჯახის წევრები იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა დაასრულეს. ვიზუალური დათვალიერებით, შეჯახება სავალი ნაწილის ერთ-ერთ ზოლში მოხდა. ადგილზე მუხრუჭის კვალი არ ჩანს. 

ბავშვის ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევა გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები