ახალი ამბები
გორში ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა
წუხელ მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა გორში გურამიშვილის გამზირზე მოხდა.

ძლიერი შეჯახების მიუხედავად, პატრულის თანამშრომლების თქმით, არავინ დაშავებულა.

ავარიის მიზეზებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები არკვევენ და ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით შეადგინეს.

სავარაუდოდ, შეჯახება დაბალმა ხილვადობამ გამოიწვია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები