ახალი ამბები
ვარიანის მაჟორიტარი კანდიდატის თქმით თანასოფლელებს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სოციალურად დაუცველებს დახმარების მოხსნით ემუქრებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს წევრმა ვახტანგ ბერკაცაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მუქარას მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის, მიხეილ გოგებაშვილის ორგანიზებით ახორციელებენ. მიხეილ გოგებაშვილი ვარიანის მაჟორიტარი კანდიდატია საკრებულოში ,,ქართული ოცნებიდან"

,,სოფელში სახელისუფლებლო გუნდის წევრები მოქალაქეებს აშინებენ, რომ თუკი ისინი მათ არ დაუჭერენ მხარს, სოციალური დახმარება მოეხსნება. ანალოგიური ხდება სხვა სოფლებში.' - აცხადებს ბერკაცაშვილი.

ვახტანგ ბერკაცაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან. ის პროპორციული სიით მოხვდა და ამჟამად ,,შენების მოძრაობის" სახელით იბრძვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები