ახალი ამბები
გიორგი გურასპაშვილი: სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება ((R)
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხაშურში, შინდარის, შუშის ქარხნისა და ვეფხვაძეების უბნის დასახლებებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმედა მეტრეველი წარადგინა.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი სოციალურ და ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებს შეეხო.

„ვინაიდან, ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტს მომავალი თაობებზე ზრუნვა წარმოადგენს, ყველა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოხდა. შუშის ქარხნის დასახლებაში ამ ეტაპზე, სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც აღსაზრდელების სწავლა-განათლებისთვის სათანადო პირობები შეიქმნება. დასახლებაში უკვე განვახორციელეთ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, გადავხურეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და უახლოეს მომავალში, ხაშურის მთელ ტერიტორიაზე, კანალიზაციისა და წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია დაიწყება, რის შემდეგაც, ქუჩები ასფალტის საფარით მოეწყობა.

„მუნიციპალიტეტში, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახია, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ, გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები“, -აღნიშნა გიორგი გურასპაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები