ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ,,ოკუპაციის მუზეუმი" გაიხსნება
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და "მეგობრობის ხიდი - ქართლოსს შორის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტისა და მეგობრობის ხიდი "ქართლოსის" თანამაშრომლობით, უნივერსიტეტის შენობაში „ოკუპაციის მუზეუმი“ გაიხსნება. აღნიშნული ინიციატივა "ქართლოსის" მიერ მიმდინარე პროექტის "არა ოკუპაციას" ფარგლებში განხორციელდება.

პროექტი დაფინანსებულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ.

,,მუზეუმები იქნება სივრცე, სადაც მნახველები, როგორც საქართველოს მოქლაქეები, ასევე საქართველოს სტუმრები, ახალგაზრდები (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები) გაეცნობიან საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ისტორიას, მუნიციპლიტეტიდან დაღუპულთა ისტორიებს, იმ გმირების ისტორიებს ვინც იცავდა საქართველოს 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს. მუზეუმების ნაწილში ასევე განთავსდება საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი საარქივო მასალით, რაც დატვირთული იქნება საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოში გატარებული რეპრესიების ამსახველი ინფორმაციით. სამუზეუმო სივრცე შემდგომ გახდება რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ადგილი რუსეთ საქართველოს ურთერთობებზე, საქართველოს დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკაზე, სამშვიდობო ფორმატებზე, რომელიც მიმართულია ქართველო და ოს და ქართველ და აფხაზ ხალხთა შერიგებისა და უფრო დაახლოებისაკენ; აგრეთვე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების გარანტზე." - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეგი ბიბილური.

პროექტის მიხედვით, ანალოგიური სახის მუზეუმები ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება: ,,ეს მუზეუმები ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე." - აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები