ახალი ამბები
სოფელ ხანდაკთან ტრაქტორისტი მდინარის ადიდებისას წყალში აღმოჩნდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე სამშენებლო დანიშნულების ტრაქტორს დარაჯობდა, მდინარეში აღმოჩნდა.

ამის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - „112“-დან შევიდა.

მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გორის სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა.

შსს-ს მაშველები ადიდებულ მდინარეში, სწრაფი დინების მიუხედავად, ნავით შევიდნენ და განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.




Print

სტატიის გამოყენების პირობები