ახალი ამბები
12-13 წლის ასაკის სპორტსმენები ამბროლაურის ტურნირიდან მედლებით დაბრუნდნენ
გორელმა უმცროსი ასაკის თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონის გურამ საღარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე წარმტებით იასპარეზეს და ათზე მეტი სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს.

შეჯიბრება ჩემპიონის მშობლიურ რაიონში, ამბროლაურში 13, 14 და 15 ოქტომბერს მიმდინარეობდა.

ტურნირში მონაწილეობას საქართველოს გარდა, სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებიც იღებდნენ.

გორიდან შეჯიბრზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის და ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდებმა იასპარეზეს.

უმცროსი ასაკის სპორტსმენებმა აღნიშნულ საერთსაშორისო ტურნირზე მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანების ხელშეწყობით მიიღეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები