ახალი ამბები
კიკბოქსინგის საქალაქთაშორისო ტურნირზე 6-ვე გორელმა პირველი ადგილი აიღო
თბილისში საქალაქთაშორისო ტურნირი ჩატარდა კიგბოქსინგში, სადაც გორელებმა წარმატებით იასპარეზეს. შეჯიბრში 6 გორელი მონაწილეობდა და ყველა მათგანი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მშობლიურ ქალაქში ისინი სიგელებითა და მედლებით დაბრუნდნენ.

გამარჯვებულთა შორის არიან:

1. გიორგი გელაშვილი - 60კგ ,
2. დათო კენკიშვილი - 55კგ
3. ნიკა სანებლიძე - 35კგ.
4. ანი წკრიალაშვილი - 48კგ,
5.მიხეილ კეჩხუაშვილი-40კგ,
გიორგი ჩიბჩიური -52კგ.

გორის გუნდის მწრთვნელი, არჩილ ჯეირანაშვილი ამბობს, რომ სპორტსმენებს ძლიერი მოწინააღმდეგეები შეხვდათ, თუმცა ხანგრძლივი მზადების შედეგი აშკარად აჩვენეს და მათი დამარცხება მინც მოახერხეს.

გორის გუნდი ახლა უკვე კოლხეთის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რომელიც 4 ნოემბერს ზუგდიდში ჩატარდება. აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას გორიდან გიორგი ჩიბჩიური მიიღებს, რომლისთვისაც ეს სარეიტინგო ბრძოლა იქნება.

კიბოქსინგი - სპორტული ორთაბრძოლა, რომელიც აღმოცენდა 1960-იან წლებში. განასხვავებენ ამერიკულ კიკბოქსინგს (სრული კონტაქტი, სრული კონტაქტი დაბალი დარტყმით, ნახევრად კონტაქტი, მსუბუქი კონტაქტი, მსუბუქი დარტყმით), იაპონურ კიკბოქსინგს ( K-1 ფორმატის ), სოლო კომპოზიციებს (მუსიკალური ფორმები). ფართო გაგებით, სიტყვა "კიკბიქსინგში" ზოგჯერ გვესმის სხვადასხვა კონტაქტური ორთაბრძოლები, რომელთა წესებით ნებადართულია დარტყმები ხელებით და ფეხებით ეკიპირებაში კრივის ხელთათმანების გამოყენებით ( ტაილანდური კრივი , შუტბოქსინგი, უშუ სანდა, სანშოუ, სავატი და ა.შ.).
Print

სტატიის გამოყენების პირობები