ახალი ამბები
გორში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს
გორში კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე, მოქალაქე საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო, რაიონული სამმართველოების ხელმძღვანელები, დეტექტივები, ხელმძღვანელი პირები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ვინაობასთან დაკავშირებით, კომენტარს უწყების წარმომადგენლები არ აკეთებენ. შემთხვევის ადგილზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებიც იმყოფებიან და დამატებით დეტალებს არკვევენ.

გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელია. ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნება. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები