ახალი ამბები
დეტექტივები შემთხვევის ადგილის გარშემო არსებულ ბიზნეს საწარმოებს იკვლევენ
საქართველოს მთავარი პროკურატურა იმ საწარმოებსა და მისი მფლობელების ვინაობას არკვევს, რომლებიც პოლიციელის გარდაცვალების ადგილის სიახლოვეს, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ.

ამის თაობაზე გამომძიებლებმა მოკვლევა ადგილიდანვე დაიწყეს.  პირველ რიგში, მათ ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართი, გარშემო საწყობების მეპატრონეების და იქ განთავსებული პროდუქციის მფლობელების მონაცემები მოითხოვეს.

დეტექტივები არკვევენ, იყო თუ არა რაიმე კავშირში გარდაცვლილი პოლიციელი იმ საწყობებთან, სადაც საკონდიტრო ნაწარმი ინახება და რომლის სიახლოვეს ფაქტი მოხდა. 

გამოძიება 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შუადღეს, პოლიციის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მას გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. გამომძიებლებს მანქანაში იარაღი და ტელეფონი დახვდათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები