ახალი ამბები
20 ოქტომბერს ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმის განხილვა დაიწყება
ცხინვალის სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე პროცესი 20 ოქტომბერს გაიმართება - ამის შესახებ თამარ მეარაყიშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს. მისი განმარტებით, ეს არის პოლიტიკური საქმე, რადგან ,,სასამართლოში“ სარჩელი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა შეიტანა.

პირველი პროცესი გადაიდო, ხოლო მომდევნო სხდომა 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

,,მე მდევნიან ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო, რაც ცხინვალის ხელისუფლებისთვის არაკომფორტულია. მართლმსაჯულების ინსტიტუტებს ვუსურვებ თავშეკავებას და წარმატებას, რადგან ახლა მათ სინდისზეა დამოკიდებული, რამდენად სამართლიანად იმოქმედებენ“ - წერს საქოქალაქო აქტივისტი.

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი 16 აგვისტოს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ახალგორში პროკურატურამ დააკავა. ის ჯერ მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ, საქმის დასრულებამდე ხელწერილით გაათავისუფლეს.

ცხინვალის მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, თამარ მეარაყიშვილს მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ გამოთქმულ ცილისმწამებლური განცხადებების გამო ედავებიან. მეარაყიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობაზე რადიო ,,ეხო კავკაზას" ერთერში ისაუბრა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ცილისწამების მუხლი, რომლითაც მას ედავებიან, ჯარიმის სახით 500 000 რუბლის გადახდას ან ერთი თვით ,,სასარგებლო სამუშაოების“ შესრულებას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო
Print

სტატიის გამოყენების პირობები