ახალი ამბები
გორში არჩევნების დღეს მედია ცენტრი იმუშავებს
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის, რომელიც ხვალ 21 ოქტომბერს გაიმართება, გორში მედია ცენტრი იფუნქციონირებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო გიორგაძემ აცნობა.

მისი თქმით, მედია ცენტრში გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დილის 7 საათიდან  გაიხსნება და გორის 32 ოლქის საარჩევნო უბნების დახურვამდე იმუშავებს.

,,ცხელის ხაზის მეშვეობით, რომელიც კონკრეტულად საარჩევნო მედია ცენტრისათვის შეიქმნა, მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და, ასევე, პოლიტიკურ პარტიებს, ექნებათ საშუალება უბნებზე არსებულ დარღვევებზე მიიღონ ინფორმაცია, მედია ცენტრი სისემატიურად მიიღებს ინფორმაციას საოლქო კომისიიდანაც. დღის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტები მოაწყობენ ბრიფინგებს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისი მთელი დღის განმავლობაში დაეთმობათ ჟურნალისტებს." - აცხადებს ნინო გიორგაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები