ახალი ამბები
გორში წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელურ კომპიუტერებს გადასცემენ
ქალაქ გორში, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, წარჩინებულ მოსწავლეებს დააჯილდოებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგეტოდან აცნობეს.

სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, დაჯილდოება გორის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში 15 საათზე გაიმართება.

,,სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილი პორტაბელურ კომპიუტერებს გადასცემს იმ მოსწავლეებს, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე." - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს

Print

სტატიის გამოყენების პირობები