ახალი ამბები
გორის ,,ლომჭაბუკმა" ძიუდოს საკლუბო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დასრულდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც გორელი სპორტსმენებიც ასპარეზეობდნენ. ამის შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანებაში გამართეს.

პრესკონფერენციაზე გორელმა ძიუდოისტებმა და მწვრთნელებმა, მედიასთან და გულშემატკივრებთან, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობა შეაფასეს.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, ფინალურ ბლოკში მონაწილეობა ოთხმა კლუბმა მიიღო. ამათგან, გორის ,,ლომჭაბუკი“, რომელიც საკლუბო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებული გახლავთ, ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.

შეჯიბრება გაზაფხულიდან ტარდება, ფინალური ეტაპი კი, 14 ოქტომბერს ყვარელში ისტორიულ ციხე-გალავანის ტერიტორიაზე გაიმართა. კლუბის ღირსებას გორიდან რობიზონ ბეგლარიშვილი და ანზორ ხმიადაშვილი იცავდნენ, მწვრთნელი კი, ქართლოს პავლიაშვილი გახლდათ.

პირველ ადგილზე კლუბი ,,შევარდენი 2005", ხოლო მეორეზე - ,,ლიდერი" გავიდა. აღნიშნულ კლუბებში ასევე ასპარეზობდნენ გორელი სპორტსმენები. მაგალითად, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მომპოვებელ ,,შევარდენი 2005“-ში არიან ვანო თოთლაძე, თემურ ნოზაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი; მეორე ადგილზე გასულ ,,ლიდერში“ კი, ზვად კაპანაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები