ახალი ამბები
რეგიონის 234 საარჩევნო უბნიდან შშმ პირებისთვის მხოლოდ 48 უბანია ადაპტირებული
შიდა ქართლის მასშტაბით არსებულ 234 საარჩევნო უბნიდან შშმ პირებისთვის ადაპტირებულია, მხოლოდ, 48 უბანი. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

ცესკოს ცნობით, ადაპტირებულ უბნებში შედის შენობები, სადაც პანდუსებია გაკეთებული და სპეციალური კაბინებია დადგმული. კონკრეტულად, პანდუსები 36 უბანს გააჩნია, სპეციალური კაბინები კი, 44 საარჩევნო უბანზეა განთავსებული.

ამათგან, გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, სადაც 110 174 ამომრჩეველი და 105 უბანია, ადაპტირებული კაბინა 31-ს, ხოლო პანდუსი 14 უბანს აქვს.

ქარელის 39-ე საარჩევნო ოლქში (37 121 ამომრჩეველი) ადაპტირებული კაბინა 6, პანდუსი - 13 უბანზეა.

ხაშურის ოლქის (48 956 ამორჩეველი) 52 უბნიდან ადაპტირებული კაბინა მხოლოდ 3 უბანზე დგას, ხოლო პანდუსი 4 საარჩევნო უბანს გააჩნია.

კასპის 30-ე ოლქის 38 უბნიდან (39 752 ამორჩეველი) 3 უბანზეა ადაპტირებული კაბინა, ხოლო 4 სარჩევნო უბანზე შეხვდებით პანდუს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები