ახალი ამბები
ქვახვრელში საარჩევნო უბანთან პროცესებს მაჟორიტარი კანდიდატებიც აკვირდებიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, დილის საათებში, საარჩევნო აქტივობა საშუალოა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.

გივი სადაღაშვილის თქმით, პირველი ამომრჩეველი უბანზე 8:02 წუთზე მივიდა. სოფელში სულ 1493 ამომრჩეველია რეგისტირებული. გადასატან ყუთით 36 მოქალაქე ისარგებლებს, სპეცსიაში 5 წევრია.

,,საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კომისიის ყველა წევრი გამოცხადდა. წილისყრა შესაბამისი პროცედურების დაცვით განხორციელდა. მცირე გაუგებრობასაც არ ჰქონია ადგილი." - აცხადებს იგი.

უბანზე სხვადასხვა პარტიის 16 წარმომადგენელი იმყოფება, სადამკვირვებლო მისიას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტებიც ასრულებენ. საარჩევნო უბანთან პროცესებს კი, სოფლის მაჟორიტარი კანდიდატებიც აკვირდებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები