ახალი ამბები
10:00 სთ მონაცემებით შიდა ქართლში ამომრჩეველთა აქტივობა 5,8%-ია
შიდა ქართლის მასშტაბით საარჩევნო უბანზე, დილის 10 საათის მონაცემებით, 13 686 ამომრჩეველი გამოცხადა, რაც საერთო მაჩვენებლის 5,8%-ია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცესკოდან აცნობეს. მთლიანად რეგიონში 236 003 ამომრჩეველია რეგისტრირებულია.

ცესკოს მონაცემებით, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში 234-ვე უბანი გახსნილია.

კასპში 39 752 ამომრჩევლიდან უბანზე უკვე 2 203 მოქალაქე მივიდა 5.5%

გორი 110 174 ამომრჩევლიდან  - 6 197 მოქალაქე 5.6%

ყველაზე მაღალი აქტივობაა ქარელის მუნიციპალიტეტში, სადაც  37 121 ამომრჩევლიდან უბნებზე  2 751 მოქალაქე გამოცხადდა  7.4 %

რაც შეეხება ხაშურს, იქ 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 2 535 ამომრჩეველმა დააფიქსირა 5.2%

Print

სტატიის გამოყენების პირობები