ახალი ამბები
გორის 90-ე უბანზე თავმჯდომარე დაგვიანებით გამოცხადდა
გორის 90-ე უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს.

ასოციაციის დამკვირვებლების ცნობით, აღნიშნულ უბანზე თავმჯდომარე უბანზე 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. დამკვირვებელმა შესაბამისი ჩანაწერი სამაგიდო წიგნში უკვე გააკეთა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში – კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში აკვირდება.

ცესკოს პრეს-სამსახურის განცხადებით, ყველა უბანი დროულად გაიხსნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები