ახალი ამბები
იგოეთში საკონტროლო ფურცელი ყუთში ნაადრევად ჩააგდეს, შემდეგ ამოიღეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში საკონტროლო ფურცელი ყუთში ნაადრევად ჩააგდეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორმა ირმა კიტრიაშვილმა აცნობა.

მისი თქმით, უბანზე საკონტროლო ფურცელი ყუთში პირველი ამომრჩევლის მისვლამდე მოათავსეს. 

როგორც დამკვირვებელი აცხადებს, საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩაგდების შემდეგ ისევ უკან ამოიღეს. ამის თაობაზე ადგილზე შესაბამისი საჩივარი დაიწერა.

გარდა ამისა, ამავე საარჩევნო უბანზე წილისყრა ორჯერ ჩატარდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები