ახალი ამბები
ქალაქ კასპში მოქალაქე იმ უბნის სიაში არ აღმოჩნდა, სადაც წინა არჩევნებზე მიიღო მონაწილეობა
ქალაქ კასპში 33-ე უბანზე მოქალაქე მარინე მერებაშვილი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა. მისი თქმით, გასულ არჩევნებზე, სწორედ, აღნიშნულ უბანზე მისცა ხმა.

ის გორგასლის #11-შია ჩაწერილი და ამჟამად არ იცის სად მიიღოს მონაწილეობა.

უბნის თავმჯდომარე საოლქო კომისიას დაუკავშირდა, საიდანაც აღნიშნული მოქალაქის მონაწილეობის შესახებ, ასევე უარი მიიღო.

წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქემ ერთიან სიაში საკუთარი მონაცემები არ გადაამოწმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები