ახალი ამბები
12:00 სთ-ის მონაცემებით შიდა ქართლში ამომრჩეველთა აქტივობა 13,9%-ია
შიდა ქართლის მასშტაბით საარჩევნო უბანზე, დილის 12 საათის მონაცემებით, 32 842 ამომრჩეველი გამოცხადა, რაც საერთო მაჩვენებლის 13,9%-ია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცესკოდან აცნობეს. მთლიანად რეგიონში 236 003 ამომრჩეველია რეგისტრირებულია.

ცესკოს მონაცემებით, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში 234-ვე უბანი გახსნილია.

კასპში 39 752 ამომრჩევლიდან უბანზე უკვე 5 721   მოქალაქე მივიდა 14.42%

გორი 110 174 ამომრჩევლიდან - 14 404 მოქალაქე 13,1%

ყველაზე მაღალი აქტივობაა ქარელის მუნიციპალიტეტში, სადაც 37 121 ამომრჩევლიდან უბნებზე 6 536 მოქალაქე გამოცხადდა 17.6 %

რაც შეეხება ხაშურს, იქ 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 6 181 ამომრჩეველმა დააფიქსირა 12.6%


რაც შეეხება 10 საათის მონაცემებს, ვითარება ასეთი იყო;

კასპში 39 752 ამომრჩევლიდან უბანზე უკვე 2 203 მოქალაქე მივიდა 5.5%

გორი 110 174 ამომრჩევლიდან - 6 197 მოქალაქე 5.6%

ყველაზე მაღალი აქტივობაა ქარელის მუნიციპალიტეტში, სადაც 37 121 ამომრჩევლიდან უბნებზე 2 751 მოქალაქე გამოცხადდა 7.4 %

რაც შეეხება ხაშურს, იქ 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 2 535 ამომრჩეველმა დააფიქსირა 5.2%
Print

სტატიის გამოყენების პირობები