ახალი ამბები
აქტიური მოქალაქეები სამთავისისა და ქვემო ჭალის საარჩევნო უბნებზე
72-წლის ასაკის ლილი თამაზაშვილმა საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობა უკვე მოიხადა. ის სამთავისში ცხოვრობს და თქვა, რომ ყოველ არჩევნებზე მონაწილეობას იღებს.

,,თითქმის არც ერთი არჩევნები გამომიტოვებია. არ მინდა ჩემი ხმა დაიკარგოს და ღირსეულს უნდა მივცე ხმა" - განუცხადა უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს.

78 წლის ავთანდილ ბათილაშვილი კი, საკუთარ რიგს ქვემო ჭალის საარჩევნო კაბინასთან ელოდა. მანაც კომისიის წევრების დახმარების გარეშე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ის ქვემო ჭალელია.

,,მანქანით მომიყვანეს, ჩემი ფეხით აქ ვერ მოვიდოდი" - განაცხადა მან. იგი გადასატან სიებში არ იყო შეტანილი და გადაწყვიტა, რომ ადგილზე გამოცხადებულიყო.

ამავე სოფელში მცხოვრები ტარიელ ხელაშვილი, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, უბანზე გამოცხადდა.

ცესკოს მონაცემებით, დილის 8 საათიდან 12 საათზე კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ უბნებზე სულ 39 752 ამომრჩეველია რეგისტირებული, საიდანაც ხმა უკვე 5 721 მოქალაქე მისცა (14.42%)



ავთანდილ ბათილაშვილი, ქვემო ჭალა



ტარიელ ხელაშვილი - ქვემო ჭალა



ლილი თამაზაშვილი - სამთავისი
Print

სტატიის გამოყენების პირობები