ახალი ამბები
შინდისში ამომრჩევლების ,,გაღვიძებას" თავღია გადასატანი ყუთით ელოდებიან
შინდისის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი კვლავ დაულუქავია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აცნობა.

მისი თქმით, ყუთი უბანზე უკვე შემოატარეს, თუმცა არ ხდება მისი დალუქვა.

,,გადასატანი ყუთი არაა დალუქული. მოვითხოვე ახსნა-განმარტება და მიპასუხეს: ოჯახის წევრებს, ვისთანაც საარჩევნო ყუთი უნდა მიიტანონ, სძინავთ და მათ გაღვიძებას ველოდებითო.

საუბნო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ გადასატანი ყუთს მოქალაქესთან იმ დროს მიიტანენ, როდესაც გაიღვიძებენ.

ნაციონალური მოძრაობა სხვა დარღვევებზეც საუბრობს, რომლებზეც საჩივრები უკვე დაწერილი აქვთ. კერძოდ, სოფელ ორთაშენში საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ნახევარი საათით გვიან მივიდა და ამის გამო უბნის გახსნა დაგვიანდა.

ტინნისხიდის უბანზე კი, მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ავთანდილ შოშიაშვილის შვილია. თავად შოშიაშვილი კი ამომრჩევლის გადაადგილებას საკუთარი ავტომანქანით ახდენს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები