ახალი ამბები
შიდა ქართლში ამომრჩეველთა აქტივობა 41,2% დაფიქსირდა
შიდა ქართლის მასშტაბით საარჩევნო უბანზე, დილის 20 საათის მონაცემებით, 97 161 ამომრჩეველი გამოცხადა, რაც საერთო მაჩვენებლის 41,2%-ია

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცესკოდან აცნობეს. მთლიანად რეგიონში 236 003 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცესკოს მონაცემებით, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში 234-ვე უბანი გახსნილი იყო.



კასპში 39 752 ამომრჩევლიდან უბანზე 16 831 მოქალაქე მივიდა (42.34)

გორი 110 174 ამომრჩევლიდან - 44 278 მოქალაქე (40.19%)

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ქარელის მუნიციპალიტეტშია, სადაც 37 121 ამომრჩევლიდან უბნებზე 16 791 მოქალაქე გამოცხადდა (45.23%)

რაც შეეხება ხაშურს, იქ 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%).

ამ წუთებში ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები